მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის 7 ტომი გადაეცათ

27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაეცათ. ექთნის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატებს 7 ტომი გადაეცათ.სისხლის სამართლის საქმის მასალები მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსაც შეიცავს. დეტალური ინფორმაცია მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც საქმის მასალებს სრულად შეისწავლიან.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.