„მეგობრები არ იწერენ, არ უთვალთვალებენ, ასე რომ, რა მიზეზითაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს ეს ჩვენი დიპლომატებისთვის, ეს ყოვლად მიუღებელია. ეს ის გზაა, როგორც გვეპყრობა რუსეთი ჩვენ, ეს ის გზაა როგორც აზერბაიჯანი ან ბელარუსი გვექცევა ჩვენ, მაგრამ მეგობრებს შორის უნდა იყოს მეტად ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და არ შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი ქმედება ახლო მეგობრისგან და ანგარიშგასაწევი პარტნიორისგან, ასე რომ, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვიყავით. მეორე მხრივ, ჩემთვის ეს არ იყო მოულოდნელი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ინტერპრესნიუსთან“  დიპლომატების „ფარული მოსმენის“ შესაძლებლობის შეფასებისას განაცხადა.