მეგრელიშვილის თქმით, სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, მასთან შესახვედრად მივიდოდა

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაცნობის სურვილი აქვს. მეგრელიშვილმა ამის შესახებ, პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, მასთან შესახვედრად მივიდოდა.

”ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ზოგადად, ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. ამავე დროს, მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ. რაც მე მესმის იმ მედიასაშუალებებიდან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს არ გვქონია.”-ამბობს მეგრელიშვილი.