მედიასთან ურთიერთობას ჯაფარას ამბავზე ვწყვეტ – იაგო ხვიჩია

“მედიასთან ურთიერთობას ჯაფარას ამბავზე ვწყვეტ “- გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზე მედიასთან ურთიერთობას წყვეტს, სანამ თავად ჯაფარიძეს არ დაელაპარაკება.

“მეგობრებო, მედიასთან ურთიერთობას ჯაფარას ამბავზე ვწყვიტავ, სანამ ზურას არ დაველაპარაკები და არ წარმოვიდგენ შესაძლო გაგრძელებებს. მადლობა ყურადღებისათვის და ბოდიში, რომ ასე მოხდა. გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ, არაა ჩემთვის მარტივი ამ თემაზე საუბარი. თან მგონი სათქმელი ვთქვი, რაც შემეძლო. მაპატიეთ, თუ რამე იყო დაგეგმილი ჩემი მონაწილეობით, რომელიმე ეთერში”, – წერს ხვიჩია Facebook-ზე.