მედიატორის პოზიციაა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს ყველა პუნქტზე – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მედიატორის, კრისტიან დანიელსონის პოზიციაა, რომ ექვსივე საკითხზე შეთანხმება უნდნა შედგეს.

მისი თქმით, შეთანხმება შედგება ყველაფერზე, ან ვერ შედგება.

“ეს არის ჩემი პოზიცია, ეს არის, მათ შორის, მედიატორის პოზიციაც, რომ შეთანხმება უნდა შედგეს ყველა პუნქტზე. ყველა პუნქტი არის მნიშვნელოვანი, მაგის გამო ჩაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ექვსივე პუნქტი. გასაგებია, რომ ამ პუნქტებიდან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვის პრინციპული საკითხი არის 2 – პოლიტპატიმრების თემა და ხელახალი არჩევნების თემა, თუმცა ჩემთვის პირადად პრინციპული საკითხი არის ასევე, რომ მომავალში არჩევნებში ტარდებოდეს სრულიად პროპორციულად, რაც შეიძლება დაბალი ბარიერით. ამიტომ შეთანხმება შედგება ყველაფერზე ან შეთანხმება ვერ შედგება”,– განაცხადა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში.