მედიის ინფორმაციით, ისრაელმა უკრაინას შესაძლოა თავდაცვითი აღჭურვილობა გაუგზავნოს

ისრაელის მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლოა, ისრაელმა უკრაინას დამატებითი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ოფიციალური პირებიუკრაინისთვის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების გაზრდისკენ მეტად იხრებიან. მედია ოფიცალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლოა გაიგზავნოს თავდაცვითი აღჭურვილობა, მათ შორის ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ”რკინის გუმბათი”.

ამ დრომდე ისრაელი უკრაინას ისეთ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, როგორიცაა საველე ჰოსპიტალი, ასევე 100 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება.

ერთ-ერთი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ისრაელის მედია იუწყება, რომ არსებობს კონსესუსი რომ ამ ეტაპზე უკრაინაში ისრაელის მხრიდან არ გაიგზავნება საჰაერო თავდაცვის სისტემები და შეტევითი იარაღი.