მეზობელ ქვეყნებში ვინმე თუ სამხედრო ტვირთებს გადაზიდავს, პასუხი მოეთხოვება – საგარეო

“მეზობელ ქვეყნებში ვინმე თუ სამხედრო ტვირთებს გადაზიდავს, პასუხი მოეთხოვება “-  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების გადაზიდვა მეზობელ რესპუბლიკებში კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, რომლის დარღვევის შემთხვევაში პირს პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოეთხოვება.

“ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში სრულდება მხოლოდ ჰუმანუტარული და სამოქალაქო ხასიათისაა. ვატარებთ მხოლოდ, ჰუმანიტარულ, სამოქალაქო და კომერციული ხასიათის ტვირთს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ შესაბამისობაშია. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით სამოქალაქო ფრენების მეშვეობით ხორციელდება. დარღვევის აღმოჩენის ან მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო შესაბამის რეაგირებას მოახდენს და დამრღვევებს პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოეთხოვებათ”, – განაცხადა დარსალიამ.