მელაშვილი და ილიჩოვა 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. გარდა ამისა, სასამართლომ იცერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყრნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.