მელაშვილი/ილიჩოვას საქმის პოლიტიზირება ქვეყნის მტრობაა – მეზვრიშვილი

”მელაშვილი/ილიჩოვას საქმის პოლიტიზირება ქვეყნის მტრობაა” – ამის შესახებ გიორგი გახარიას პარტია “საქრათელოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “ღამის მთავარი” განაცხადა.

“ის პროცესები, რაც მელაშვილის და ილიჩოვას ირგვლივ განვითარდა და ზოგადად, ამ საქმის ირგვლივ განვითარდა და ეს არ არის ჩვენი ახალი პოზიცია ხო, გიორგი გახარიას მანამდეც ჰქონდა ამაზე ძალიან მკაფიო და თამამი პოზიცია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენ გვეუბნებიან, გუშინ რაღაცებს არ ამბობდით და დღეს ხმა ამოიღეთ… გუშინაც ვამბობდით. მაშინაც გვქონდა საკმაოდ თამამი პოზიცია. …ამ საქმის პოლიტიზირება ნებისმიერი მხარის მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია, თუ გახარიას გუნდი, მე ვფიქრობ, რომ არის სახელმწიფოს, ქვეყნის მტრობა”… – ამბობს მეზვრიშვილი.