მელაშვილსა და ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პირად თავდებში 200-მდე პირი უდგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატებმა თბილისის საქალქო სასამართლოსთან განუცხადეს. დღესვე, სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გათავისუფლებას პირადი თავდებობით ითხოვს.