მელიას ბანერის დაზიანებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე განთავსებული ნიკა მელიას ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გენერალური პროკურატურა ავრცელებს სადაც ირკვევა, რომ დაკავებულს, გამოძიება შემდეგ მუხლებს ედავება: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და  273 -ე მუხლის მე-2  და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.