მელიას გირაოს გადახდას ევროკავშირი აპირებს, შეთანხმებაში ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არაა – ფორმულა

შეთანხმებაში ვადამდელზე საუბარი არაა, მელიას გირაოს გადახდას ევროკავშირი აპირებს”-  ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს – გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს; ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის.  კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა უკვე 3 საათია მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.

გუშინ, 29 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს 30 მარტს დადებს.