მელია უნდა გაათავისუფლონ, ანაკლიის პორტი უნდა ააშენონ – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა აცხადებს, რომ ნიკა მელია აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

“საქართველოში ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ დავეხმაროთ პოლარიზაციის შემცირებაში და დეესკალაციაში. ხელისუფლების შტურმი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე მიუღებელი ესკალაციაა. მელია აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ”,– წერს ფოტიგა ტვიტერზე.

მისივე თქმით, უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი.

“როდესაც პირველად შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ვკითხე, რა ტიპის ქვეყანაა საქართველო? [მიპასუხა], ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, პორტალი ევრაზიაში. ამ როლის შესასრულებლად, საქართველომ ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს”,– დაწერა ევროპარლამენტარმა.