მელია უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერ სერვანტესი – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მიტროპოლიტი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, მას საერთაშორისო პარტნიორები როგორც ლიდერს, ისე აღარ “შეხედავენ”.

მისივე თქმით, მისთვის იმუნიტეტი არ უნდა მოეხსნათ.

“პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ხმა. სინოდშია ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს. მოხდა ისე, ვერ დამიჭერთო და არ გაგატანთო. ვნახეთ, მივიდნენ და ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა და შეატოვეს მელია. წამოვიდა ამერიკიდან და ევროპიდან მძიმე განცხადებები. რამდენ ხანს გაგრძელდება? ხელისუფლებამ, კი არა და  პროკურატურამ თქვა, თუ გადაიხდისო გირაოს, გავუშვებთო. ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის, როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი”,– ამბობს მეუფე იაკობი ქადაგების შემდეგ.