მეორედ მოსვლა გარდაუვალია, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ – ილია II

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას ამბობს, რომ “მეორედ მოსვლა გარდაუვალია”, ამიტომ “ლოცვა უნდა გავაძლიეროთ”.

“მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ: ავადმყოფობა, სიკეთის ნაკლებობა და არ უნდა შეგეშინდეთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს რა თავის დასასრულს, გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ ღვთის მადლი, ღვთის ძალა იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვერაფერს გახდება.

ხშირად ლაპარაკობენ პრესით, ტელევიზიით, რომ მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება, რათა ბოროტი ძალა დაუძლურდეს”,– ამბობს პატრიარქი.