„ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გამოფიტული, უიდეო პოლიტიკური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს, მე მინდა მივმართო ყველას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მავნებელი და საშიში ძალა. ეს დღეები სტატუსს სტატუსზე წერდნენ და იმუქრებოდნენ. ვანო მერაბიშვილი და ეს დინოზავრები, წარსულის პოლიტიკური გადმონაშთები, ახლაც ხელებს იფშვნეტენ. მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხი თვითონ გამოიყვანეს. მისულიყო მერაბიშვილი აქციაზე და დაინახავდა ხალხის მისადმი დამოკიდებულებას. […] ყველას უნდა, რომ ამ აქციას გაეზილოს, მაგრამ ახალგაზრდებს ყელში ამოვუყვანეთ არსებული პოლიტიკა. ისინი გუშინ ისეთი სიტყვებით გამოდიოდნენ, რომ ცრემლი მადგებოდა. კარგად ორგანიზებული ძალა არიან. თუ დავინახავ, რომ მოვა ისეთი ძალა, რომელიც როგორც „ქართულ ოცნებას“ ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამარცხებს და იქნება ძლიერი, მე არ დავრჩები პოლიტიკაში. დავიხურავ ქუდს და წავალ. ერთადერთი, რასაც ახლა აქციებზე ვხედავთ, არის ის, რომ ყველას ევროპა უნდა. ევროპაში შესასვლელად კონკრეტული დავალება გვაქვს. თუ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების შესრულებამდე ვირეშმაკობას დაიწყებს, ვისურვებდი, რომ სათითაო პუნქტთან დაკავშირებით აქციები და გამოსვლები იყოს“,

ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.