მერკელის პარტია არჩევნებში მარცხდება

ანგელა მერკელის პარტიამ, ქრისტიან–დემოკრატიულმა კავშირმა გერმანიის ადგილობრივ არჩევნებში ორი საკვანძო რეგიონი წააგო. ფედერალური არჩევნების წინ, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება ასეთი მარცხი სერიოზული შეშფოთების საფუძველია.

პარტია სამხრეთ–აღმოსავლეთის მიწებში – ბადენ– ვიურტემბერგსა და რეინლანდ–პფალცში მხოლოდ ხმების მეოთხედს იღებს. ტრადიციულად ამ მიწების მაცხოვრებლები მერკელის პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, თუმცა ბოლო წლების მანძილზე ამ რეგიონებს კოალიციები მართავდა, რომელთა სათავეში მწვანეების და სოციალ–დემოკრატების წარმომადგენლები იყვნენ. ამ მიწების ამჟამინდელი ხელმძღვანელები სავარაუდოდ საკუთარ ადგილებს შეინარჩუნებენ.

ბადენ–ვიურტემბერგში მერკელის პარტიის კანდიდატი მნიშვნელოვნად აგებს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელთან. რეინლანდ–პფალცში კი სოციალ– დემოკრატების კანდიდატთან.