მესხიშვილის თეატრში მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან.

9 და 10 თებერვალს თეატრში სპექტაკლები უკვე მოიხსნა.

გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო.