მეუფე სპირიდონმა პარტიები LGBTQ უფლებებზე შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის შეაჩვენა

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 17 მაისს LGBTQ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, შეაჩვენა.

“სირცხვილი და შეჩვენება ამ პარტიებს! მათი ქმედება არის ღალატის ყველაზე უფრო მძიმე და ამაზრზენი სახე!”- წერს მეუფე სპირიდონი საკუთარ Facebook–ზე.

15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქ+ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერა. Tbilisi Pride–ის ინიციატივით ისინი შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ LGBTQ+ ადამიანების უფლებებს.

ხელმომწერი პარტიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი
  • ევროპული საქართველო
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • რესპუბლიკური პარტია
  • კანონი და სამართალი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ლელო
  • რეფორმერი
  • მოძრაობა დროა
  • სამართლიანობისთვის
  • ერთიანი საქართველო
  • თავისუფალი დემოკრატები
  • პროგრესი და თავისუფლება
  • გამარჯვებული საქართველო.