შაბათი, 20 აპრილი , 2024, 03:57

მეუფე სტეფანემ განკვეთა მამა ათინოგენეც – მას საეკლესიო სამოსის ტარება აეკრძალა

ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანე სრულად განკვეთა ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათინოგენე. მას სხვა სასულიერო პირების მსგავსად აეკრძალა საეკლესიო სამოსის ტარება და კელიაში ცხოვრება.

მეუფე სტეფანეს განცხადებით, განკვეთის მიზეზია პეტრე ცაავასთვის მხარდაჭერა, ასევე საეკლესიო წესების დარღვევა და ეკლესიში “შუღლის შეტანა”.

მიტროპოლიტმა ასევე განკვეთა ნასყიდა ღუდუშაური- ყოფილი ბერდიაკონი პეტრე; ტარიელ გვილავა – ყოფილი მონაზონი დანიელი; თამაზ სხულუხია -ყოფილი მონაზონი ამბროსი; ბაჩუკი ხელაია -ყოფილი მონაზონი დავითი; ავთანდილ გვილავა -ყოფილი მონაზონი ბასილი.

მეუფე სტეფანე აღნიშნავს, რომ განკვეთილმა სასულიერო პირებმა კელიები დღის ბოლომდე უნდა დატოვონ და საერო ცხოვრებას დაუბრუნდნენ.