მეუფე სტეფანეს თორმეტგოჯა ნაწლავი არ გასკდომია, სტაბილურადაა – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე უგონო მდგომარეობაში არ უპოვიათ და ასევე, არ გასკდომია თორმეტგოჯა ნაწილავი. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რატომ გადაიყვანეს ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას”,– აღნიშნულია განცხადებაში.