მეცნიერები: გენი, რომელიც ადამიანის ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს არ არსებობს

ნახევარ მილიონამდე ადამიანის გენეტიკური ანალიზის შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გენი, რომელიც ჰომოსექსუალობაზეა პასუხისმგებელი.

კვლევის დროს, რომლის შედეგები ჟურნალ Science–ში გამოქვეყნდა, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანია  23andMe–ის      ბიობანკის მონაცემები შეიცვალეს.

აღმოჩნდა ზოგიერთი გენეტიკური კომბინაცია, რომლებიც ერთსქესიან ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, თუმცა გენეტიკური ფაქტორები მხოლოდ მეოთხედით განაპირობებს ჰომოსექსუალურ ქცევას.

მკვლევარებმა ბრიტანეთის პროექტ ბიობანკში დარეგისტრირებული  409 000 ადამიანის და გენეტიკური კომპანია 23andMe–ს ბანკში დარეგისტრირებული 68 500 გენომის სკანირება გააკეთეს.

კვლევის მონაწილეებს ასევე დაუსვეს კითხვები მათი პარტნიორების სქესის შესახებ.

საბოლოოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანების ჰომოსექსუალური ქცევის  8–დან 25%–მდე გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა არა ერთი რომელიმე კონკრეტული გენით.

აღმოჩნდა, რომ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა გენების 5 კომბინაციასთან დაკავშირებული. ერთ ერთი მათგანი ყნოსვასთან არის დაკავშირებული, მეორე – სქესობრივ ჰორმონებთან. თუმცა ისინი ერთობლიობაში ჰომოსექსუალობის 1%–ს განსაზღვრავენ.

“არ არსებობს ჰომოსექსუალობის ერთი გენი, ამიტომაც არაფრის მომცემია გენეტიკური ტესტი ადამიანში ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი ლტოლვის ალბათობის აღმოსაჩენად.“– ამბობს მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ანალიტიკური და ტრანსლაციური გენეტიკის განყოფილების პროფესორი ბენ ნილი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.

“ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანის სექსუალური ქცევის წინასწარმეტყველება მისი გენომის მიხედვით“ – დასძენს ის.

მას ეთანხმება კომპანია 23andMe–ს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფა სატირაპონგსასუტი:

“ეს ბუნებრივი და ნორმალური განსხვავებებია, რომლებიც ადამიანის სახეობაში არსებობს. ეს კვლევა ადასტურებს, რომ არ არის საჭირო ჰომოსექსუალობის “განკურნება“ ვცადოთ“ – ამბობს ის.

როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, დევიდ კერტისი ამბობს, ეს კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ არ არსეობს ისეთი გაგება, როგორიც არის “ჰომოსექსუალების გენი“.

“ადამიანის პოპულაციაში არ არსებობს გენების ისეთი შერწყმა, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა სექსუალურ ორიენტაციაზე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გენების კომბინაციის ძალიან ბევრი ვარიანტი.“– ამბობს ის.

ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვის ორგანიზაციის, GLAAD–ის განცხადებით კვლევა შემდეგს ადასტურებს: შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რა გავლენას ახდენს ჰომოსექსუალი ადამიანების ქცევაზე ბუნება ან აღზრდა.