მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს მელიას თავდებობაზე – სამადაშვილი

“მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს მელიას თავდებობაზე”- პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ წერილით მიმართა.

“იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას”, –  წერს სამადაშვილი.

დღეს ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ თავდებში დაუდგნენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას.