“ეს არანაირ კავშირში არაა პოლიტიკურ პროცესებთან, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. ახლა ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და აქ მოღვაწე პოლიტიკოსებისა და პარტიების ამოცანაა, რომ ქართული ოცნება ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. მე არ ვინტერესდები სააკაშვილის გეგმებით”

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი “ლელოდან”, ბადრი ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება. ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საარჩევნოდ საქართველოში ჩამოვა, დაპატიმრების კი არ ეშინია.