მე არ ვისვენებ, “ზაგარი“ მივიღე უკვე – ზარქუა გიორგი ვაშაძეს პასუხობს

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმიანება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნება „მაისკი პრაზდნიკებზეა“ წასული.

ზარქუას თქმით, მან “ზაგარი” უკვე მიიღო, ქართული ოცნების ლიდერები კი გერმანიაში იმყოფებიან.

“მე არ ვისვენებ, მე „ზაგარი“ მივიღე უკვე. რაღაც ნაწილი მოვისმინე და საოცარი იყო, ადამიანს უნდა მუშაობა და ჩვენ არ ვამუშავებთ. ეს იაფფასიანი თემაა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რადგან საზოგადოებამ იცის, ამნისტიაზე ვინც მუშაობდა – ანრი ოხანაშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი არიან, ისინი გერმანიაში იმყოფებიან და ერთ-ერთ მთავარ სატრატეგიულ პარტნიორთან აქვთ შეხვედრები.

მობრძანდეს, გუშინაც პარლამენტში ვიყავი, პენსიონრების თემაზე ვმუშაობ, მათ შორის, ეროვნულ ბანკთან, სამინისტროსთან, ხვალ შეხვედრა მაქვს ჩანიშნული ქალბატონ ტყეშელაშვილთან. ვინ დაუშალა? ასეთი იაფფასიანი ტრიუკებია. მე მაქვს „ზაგარი“, მერე? მთავარია, ვისაც რეალურად უნდა მუშაობა, გამოჩნდა. 6 თვე იბოდიალეს, სხვა ვერაფერს დავარქმევ ამას, გულზე მჯიღის დადება და რაღაც იყო, ახლა ყველანი პარლამენტში სხედან და ახლა ერთმანეთს ებრძვიან, ასე სამარცხვინო თემებია, რაც ხდება“, – განაცხადა ზარქუამ პალიტრანიუსთან საუბრისას.

ცნობისთვის, მთავრობამ 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა. ამ პერიოდში ისვენებს პარლამენტიც.