მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება – მეგრელიშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ

“მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება “- ეს განცხადება, პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული თითქმის 10 საათანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა სადაც გაირკვა რომ ისინი კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

“კონსესუსი გვაქ რომ არ ვილაპარაკოთ (შეხვედრაზე) წარმოდგენა არ მაქვს რატოა კონსესუსი. პირველად ვარ ასეთი ტიპის მოლაპარაკებაზე შეიძლება იმიტო ვარ უცხო ამ ტიპის გარემოში,  საერთოდ არ მესმის აქ რა ხდება ფიზიკურად არ მესმის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის. “- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასურლდა.