მე ასე არ მოვიქცეოდი – გიგა ბოკერია ნიკა მელიაზე

“მე ასე არ მოვიქცეოდი”- ასე აფასებს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ევროკავშირის ოფისის წინ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

“მე ასე არ მოვიქცეოდი. მე არ ვარ მომხრე ასეთ რეჟიმთანაც კი ამ ტიპის ჟესტების, თუმცა ყველაფერი უნდა ჩავსვათ კონტექსტში… ზოგჯერ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ნერვებმა უმტყუნოს პოლიტიკოსს, მარა არ უნდა უმტყუნოს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.