მე აღმოვაჩინე 2 კობახიძე, მოლაპარაკებებზე კორექტული და საქმიანია – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მან ორი ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ელჩებთან შეხვედრის დროს, კობახიძე კორექტული და საქმიანია, ხოლო საჯაროდ როლი აქვს მორგებული.

“მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე იქ. იქ [მოლაპარაკებებზე] არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, ძალიან კორექტული. ჩვეულებრივ ზის და მუშაობს. აქ [საჯაროდ] აქვს რაღაც როლი, როგორც ჩანს, რა”,– ამბობს ელისაშვილი მთავარ არხზე.