მე და ჩემს 21 წლის შვილს გვითვალთვალებენ – ხატია დეკანოიძე

ენმ–ს ერთერთი ლიდერი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოძე ამბობს, რომ მის 21 წლის შვილს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი უთვალთვალებს.

“მინდა საზოგადოებას მივაწოდო ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, მათ შორის ჩემი 21 წლის შვილზე უკანონო თვალთვალისა და ფარული მიყურადების ფაქტების შესახებ. კონკრეტული ფაქტი მოხდა მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, კოსტავას და ყაზბეგის გამზირზე, ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს. რამდენიმე დღიანი კვლევის შედეგად, დავადგინეთ, რომ ეს მანქანა ეკუთნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, პეტრიაშვილს, რომელიც მუშაობს გლდანის პირველ განყოფილებაში”,– ამბობს დეკანოიძე.

ის ასევე აცხადებს, რომ მისი შვილის გარდა, უთვალთვალებენ მას და მის სხვა ოჯახის წევრებსაც.

დეკანოიძის თქმით, შსს და სუს-ი ხელისუფლების დავალებით პოლიტიკური ოპონენტების დაშინება-შანტაჟზე მუშაობს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ ინფორმაციით.