“თქვენ გაიძულებენ ყველა კანონის დარღვევით პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას, რაც არის დამამაცირებელი პოლიციელის ღირსებისთვის. იმიტომ რომ პოლიციელი უნდა იცავდეს კანონს. მე ვიცი, რა სიტუაციაც გაქვთ, ვიცი რომ ოცნების მხარდამჭერ კრიმინალებს ხელს არ გაკარებინებენ, სანამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მისცემს ნებართვას, ასე იყო ამ ავტრალიელის მკვლელზე. მე ვიცი, რომ ყოველდღიურად გიხდებათ საქმეს ქონა ნარუშილოვკების მქონე კანონის დამრღვევებთან. ვიცი, რომ უაზროდ გაცდენინებენ დროს, როდესაც გაყენებენ გზაჯვარედინებზე და გავალებენ ძველი გაიშნიკებივით მოძრაობის რეგულირებას, ეს არ არის პატრულის საქმე.

ისევე როგორც, არ იზრდება ხელფასი, თითოეულ თქვენგანს აქვს საბანკო ვალი. ასევე, პენსია არ გაზრდილა 2012 წლიდან, დარჩა 350 ლარის დონეზე, რაც უკვე არანაირ კრიტიკას არ უძლებს. ჩემი აზრით, უნდა იყოს მინიმუმ 1000 ლარი. ყველას გვესმის, რომ ეს რეჟიმი მიდის დასასრულისკენ, ახლა მთავარია არ ჩავყვეთ საფლავში. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. მე მიმაჩნია, რომ ყველა პოლიციელს უნდა ჩამოეწეროს საბანკო ვალები. პენსია უნდა გაიზარდოს 1000 ლარამდე – ეს არ არის პოპულიზმი, გამიკეთებია და ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. პოლიციელი, რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს კორუფციის ცდუნება. ცოტაც გაძელით, მეგობრებო, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ შორის არის ბევრი პატრიოტი. ეს კოშმარი მალე დასრულდება, შევხვდებით მალე”

მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლიციელებს.