მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი ამ ახლაგაზრდებისთვის — ჯაფარიძე

“მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი ამ ახლაგაზრდებისთვის”- გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ახალი გირჩის მთავარი განსხვავება მის ღიაობასა და გახსნილობაში იქნება. მისი თქმით, ეს პლატფორმა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკუთარი იდეები წინ წამოსწონ.

“მთავარი განსხვავება იქნება, რომ მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი, ღია პლატფორმა ამ ახლაგაზრდებისთვის. ჩემი თავი, როგორც ცნობადობის მქონე ადამიანის, როგორც გირჩის ბრენდი, როგორც გირჩის ტელევიზია, ამ ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და მათ შორის, სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა მან.