მე-3 რაუნდი დასრულდა, ჰუმანიტარული დერეფნების კუთხით პოზიტიური ძვრებია – პოდოლიაკი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მრჩეველი, მიხაილ პოდილიაკი აცხადებს, რომ დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდი.

მისი თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში მცირე პოზიტიური ძვრები შეინიშნება.

“მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის მცირეოდენი პოზიტიური ძვრები ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. საბაზისო პოლიტიკურ ნაწილში – ცეცხლის შეწყვეტის და უსაფრთხოების გარანტიების კუთხით ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება”,– წერს ის ტვიტერზე.