„დღეს „ქართულმა ოცნებამ” იკადრა მორგ ჯერზე კონსტიტუციის მიღმა გასვლა. ისე, რომ საკითხის ინიციატორებთან არ მომხდარა არანაირი შეთანხმება, კენჭსაყრელ საკითხთა სიიდან ამოიღო საგამოძიებო კომისიის საკითხი, რომლის გამოც მანამდე სამჯერ უარი განაცხადა კენჭისყრის წინ რეგისტრაციაზე. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ისინი ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს უზურპაციაზე იმისთვის, რომ გადაეფარონ კორუფციის გამო სანქცირებულ მოსამართლეებს, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან ასე ლაზათიანად გადმოიბარეს.

ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა შეუძლიათ ჩააგდონ ისე, რომ კენჭსაყრელ საკითხებში არც კი მოხვდეს, ეს მორიგი საფუძველია იმისა, რომ სანქციები დაუწესდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საპარლამენტო რესპუბლიკაში კონსტიტუციას არღვევენ,”

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.