მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმავოს ევროატლანტიკური კავშირები – პომპეო

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეო ტვიტერზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით აღფრთოვანებულია.

“აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, – წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.