მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს მთელი ტერიტორია! – ესტონეთი

“მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს მთელი ტერიტორია!” – ამის შესახებ,ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twtter-ზე განცხადებას ავრცლეებს, რითიც პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტის ჩამოვარდნას ეხმაურება.

“პოლონეთიდან წამოსული უახლესი ამბები შემაშფოთებელია. ჩვენ ახლო კონსულტაციას გავდივართ როგორც პოლონელ, ასევე ჩვენს დანარჩენ მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის დაიცვას NATO-ს მთელი ტერიტორია. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.