მზად ვართ ზიანის შეფასებისა და ანაზღაურებისთვის – “ჯორჯიან მანგანეზი” შუქრუთელებზე

“მზად ვართ ზიანის შეფასებისა და ანაზღაურებისთვის “- ”ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, შუქრუთში მოშიმშილე მოქალაქეებს კომპანიის საქმიანობით გამოწვეული ზარალი აუნაზღაუროს. რამდენიმე დღეა შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. 

„2 კვირის წინ უკიდურეს ფორმებს მიმართეს და მოთხოვნა ჰქონდათ, რომ შეეფასებინა სამხარაულის ბიუროს კომპანიის მიერ მიყენებული ზარალი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით და დღესაც მზად ვართ, შევიტანოთ განცხადება სამხარაულის ბიუროში შევიტანოთ განცხადება, მზად ვართ ზარალის ანაზღაურებაზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ანაზღაურება 5 000-10 000 ლარია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ თავადვე თქვა, რომ კომპანიამ 115 000 ლარი შესთავაზა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უფრო მეტადაცაა შეფასებული ქონება. მეორე აქციის მონაწილის თანხა დაახლოებით 95 000 ლარია, მესამის 80 000 ლარია და არის შემთხვევა, როდესაც შეფასება 200 000 ლარზე მეტიცაა და ამ თანხებს კომპანია უნაზღაურებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საკუთრებაზე იქნება ეს სახლი, მიწა თუ სხვა, ისევ რჩება მათ საკუთრებაში”, – თქვა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, შუქრუთელების პროტესტი 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი” მათი სახლების ქვეშ მანგანუმს მოიპობებს რამაც, საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა და საცხოვრებლად აღარ გამოდგება. შუქრუთელები ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, პროტესტმა კი რამდენიმე დღეა დედაქალაქში გადმოინაცვლა. ისინი 30 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ, აშშ-ის საელჩოსთან ელჩ კელი დეგნანის პროცესებში ჩართვის მოთხოვნით პირამოკერილებმა შიმშილობა დაიწყეს.