მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“.

ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას ტექნიკური პრობლემები და სირთულეები ელის, რომელთათვისაც მომზადებაა საჭირო.

მზის მშვიდი და აქტიური პერიოდები ერთმანეთს ყოველ 11 წელიწადში ენაცვლება. ამის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ამ მოვლენის ბუნება დღემდე ამოხსნილი არ არის. მეცნიერები “მზეზე ამინდის“ შესახებ ბევრს საუბრობენ.

მზის ზედაპირზე აქტიურ პერიოდში უფრო მეტი გიგანტური აფეთქება ხდება, რომლის დროსაც ნასას განცხადებით გიგანტური ვარსკვლავი “კოსმოსში დამატებით ენერგიას, სინათლეს და მზის დისკოს ნივთიერებას აფრქვევს.“

ელემენტარული ნაწილაკების ნაკადებს შეუძლია ასტრონავტები დააზიანოს, რომლებიც დედამისწის მაგნიტური ველით არ არიან დაცულები, ასევე  პრობლემები შეუქმნას რადიოკავშირს.

“არ არსებობს ცუდი ამინდი. არსებობს მისთვის ცუდად მომზადება. კოსმოსური ამინდი არსებობს, და ამას არაფერი შეცვლის. ჩვენი საქმეა ზომები მივიღოთ.“ – ამბობს ნასას წამყვანი სპეციალისტი ჯეიკ ბლიჩერი.

მზის მინიმალური აქტივობა, რომელიც როგორც წესი წინა ციკლის დასრულებას მოასწავებს, 2019 წლის დეკემბერში აღინიშნა. მზეზე არაპროგნოზირებადი პროცესების და სირთულეების გამო მეცნიერებს რამდენიმე თვე დაჭირდათ, რომ ამაში საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ.

ნასას გეოფიზიკოსები ამბობენ, რომ ახლა უკვე მინიმალური აქტივობის სტადიიდან გამოვედით და მაქსიმალური აქტივობის სტადიაში შევდივართ, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აქტივობა არასოდეს წყდება: ის მხოლოდ მაშტაბებს იცვლის ქანქარას პრინციპით.

“ჩვენ გულდასმით ვარეგისტრირებთ ჯერჯერობით არცთუ მრავალრიცხოვან და მცირე ზომის მზის ლაქებს, რომლებიც ახალი ციკლის დასაწყისს და განვითარებას მიგვანიშნებს . ისინი მოსალოდნელი გიგანტური ფეიერვერკების დასაწყისს მოასწავებს. რამდენიმე თვის განმავლობაში გარკეული ტენდენციის გამოვლენა გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ მზეზე ახალი ციკლი დაიწყო“ – ამბობს მზეზე დამატებითი დაკვირვებების მსოფლიო ცენტრის დირექტორი ფრედერიკ კლეტი.

ისრით მონიშნული ლაქა მზის აქტივობის ახალი ციკლის დასაწყისზე მეტყველებს

როგორი იქნება მზის ახალი ციკლი:

მეცნიერების პროგნოზით მზის აქტიურობის პიკი 2025 წლის ივლისში დადგება.

მზის აქტივობის ამჟამინდელი პერიოდი სავარაუდოდ წინა ციკლზე მშვიდი იქნება, რომელიც 2000–იან წლებში იყო.

თუმცა, ეს არ გვაძლევს გარანტიას რომ ექსტრემალური გამოვლინებები არ იქნება. მზე რეალურად ახდენს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე, და ეს გავლენა არსად წავა – ამბობენ ექსპერტები.

მზის აქტივობის ახალი პერიოდისთვის აშშ–ში უპრეცედენტო მზადებაა: შექმილია უწყებათაშორისი სამეცნიერო ჯგუფი მზის ამინდის პროგნოზირებისა და მოქმედების გეგმის შემუშავებისთვის.

“ნაციონალური მეტეოროლოგიური ბიურო ქვეყანას დედამიწის ამინდის ნებისმიერი ცვლილებისთვის ამზადებს. ახლა კი ვაპირებთ მზის ამინდის პროგოზიც გავაკეთოთ. პროექტში 24 ფედერალური სააგენტო მონაწილეობს“– აცხადებს ოკეანური და ატმოსფერული კვლევების თანამგზავრული ინფორმაციის ანალიზის დაგეგმვისა და პროექტების ოფისის დირექტორი, ალსაიედ ტალაატი.