მთავრობამ თურქეთში სამუშაოდ გადასვლის უფლება ამ დროისთვის 101 პირს მისცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთში მოწვევის საფუძველზე 3 თვის ვადით წასვლაზე დადებითი პასუხი საქართველოს 101 მოქალაქეს გასცეს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ მოქალაქეების ნაწილმა საზღვარი დღეს  გადაკვეთა.

“საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ,“ – აცხადებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძემ.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გაიარეს.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომელბმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. განმცხადებელს პასუხი 7 დღეში ეცნობება.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.