“მთავრობამ შეკრების უფლება და მომიტინგეთა უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვა” – EU 5 ივლისზე

“მთავრობამ შეკრების უფლება და მომიტინგეთა უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვა” – ამის შესახებ, ევროკავშირის მიერ, საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშშია ნათქვამი. 

“2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ LGBTQ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს”. – ნათქვამია ანგარიშში.