მთავრობა ტრაქტორისტებს ღამით მუშაობას უკრძალავს – ნიკა მოსიაშვილი

“გირჩი – მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსი ნიკა მოსიაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ტრაქტორისტებს კომენდანტის საათის გამო ღამით მუშაობას უკრძალავს.

ამის გამო, მისი ინფორმაციით, ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მალულად უწევთ მუშაობა.

“ტრაქტორისტებს რომ ღამით მუშაობას უკრძალავთ, ეგ რას უწყობს ხელს, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას თუ ეპიდსიტუაციას? კაცი მარტო ზის ტრაქტორში, ტრიალ მინდორშია, კაციშვილი არაა ირგვლივ, თავისი საქმე გაჭირვებია, ეშურება, რომ მოასწროს მუშაობა და არა, კორონას გაავრცელებო და აჯარიმებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროვ, სოფელში ხალხი ერთმანეთს ყარაულობს, რომ ჩუმად იმუშავონ. გზაზე დაგინახავენ თუ არა, რეკავენ მინდორში – მოდიანო და ისინიც გემალებიან! ხალხი არ ხართ მართლა? მოგი**ანთ რეგულაციები!”,– აცხადებს მოსიაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობა კვლავ ძალაში ტოვებს ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვას. ამირან გამყრელიძემ დღეს განმარტა, რომ 10–14 დღის განმავლობაში ეპიდსიტუაციას დააკვირდებიან და თუ ის ისეთივე დარჩა, როგორიც დღეს არის, კომენდანტის საათის მოხსნას განიხილავენ.