მთავრობა ქმნის საბჭოს, რომელიც ნამახვამჰესის კვლევებს განიხილავს

ნამახვამჰესის მშენებელმა კომპანია ენკა მზადაა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით, მთავრობის ინიციატივით, შეიქმნება.

საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანიზაციები – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მწვანეები, განახლებადი ენერგიების ასოციაცია და სხვა.

საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა.

პრეზენტაცია მიმდინარე წლის 16 აპრილს გაიმართება.