მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე კომენტარი არ გააკეთა

ამ წუთებში საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა გახსნა და რამდენიმე წუთის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, თუმცა მას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

ჩანაწერებში, რომელიც ტელეკომპანია პირველმა გამოაქვეყნა, ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. ჩანაწერში საუბარია ბერა ივანიშვილისთვის უსიამოვნო კომენტარების ავტორებზე სავარაუდო ანგარიშწორებაზე.

ბერა ივანიშვილი ჩანაწერების ავთენტურობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ ის 2010–2011 წელს არის ჩაწერილი.