მთელი “მთავარი არხი” ახლა ჯოჯოხეთს გადის–ბექა ყორშია

მთავარი არხის ჟურნალისტი, ბექა ყორშია მათი არხის თანამშრომლის, ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს. ნაკაიძე ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ არხმა მასთან თანამშრომლობა შეაჩერა: ბექა ყორშია წერს, რომ მათი არხისთვის ეს ამბავი ძალიან მძიმეა:
“გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით. ეს ის შემთხვევაა, როცა არ არსებობს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა კოლეგაა, მეგობარია, ბავშვის ნათლია, თუ ოჯახის წევრი – სათქმელი ღიად, ცხადად და პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ – ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის – ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს !
მთელი “მთავარი არხი” ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის.“–წერს ყორშია ფეისბუქზე.