მივესალმები ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სახალხო დამცველი მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობის შემოწმების მიზნით შექმნილ ექსპერთა ჯგუფს მიესალმება.

“მივესალმები დამატებით სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ომბუდსმენმა შექმნა და მის გუნდს, რათა ობიექტურად შეაფასონ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატის შესრულების ნაწილი, ზედამხედველობა მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ”, – წერს ჰარცელი ტვიტერზე.

 

ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის პირობებთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი.