“მე მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ წაიკითხა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის, მიხეილ სააკაშვილის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა რეჟიმის ანკესზე წამოგება და პროვოკაციაზე ჩათრევა, რასაც გეგმავდა ხელისუფლება.

ყველა ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად უნდა გადავწყვითო საკითხი, უნდა ვიყოთ დასავლური ცივილიზებული სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშილის პირადი შურისძიება მის წინააღმდეგ, არამედ ეს არის პუტინის ძღვენი. არაუშავს, დიდი გამარჯვებები დიდი ძალისხმევით და არაძალადობრივი, ხანძგრძლივი პროტესტით მოდის”

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ბრიფინგზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ ხელისუფლება შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანს.