მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის – სალომე ზურაბიშვილი

“მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის “- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

“მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის, რაც მიზნად ისახავს მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს”, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

 

ისრაელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო