მივიდა იქ, სადაც უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია – დეკანოიძე ელისაშვილზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი მივიდა იქ, სადაც მუშაობა უნდა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭოს.

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, იმიტომ, რომ პარტია მოქალაქეების დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ გამოჩნდა ძალიან დიდი ხნის წინ. მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისთვისაც რაიმე სახის მორალურ განზომილებას აქვს მნიშვნელობა, თავი დაანებონ პოლიტპატიმრების თემით სპეკულაციას “, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრას მართავენ.

ელისაშვილის თქმით, მათ აინტერესებთ, რამდენად სერიოზული მზადყოფნა აქვს ქართულ ოცნებას, რომ იმ მოლაპარაკების პუნქტებზე დათმოს.