“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“–ლევან სამუშიამ თავისუფალი დემოკრატები დატოვა

თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ლევან სამუშიამ პარტია დატოვა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს. ლევან სამუშია ამ პარტიის წევრია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მას ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა. ის პარტიაში რჩებოდა მას შემდეგაც, რაც თავისუფალი დემოკრატები ევროპულ საქართველოსთან გაერთიანდნენ. თუმცა დღეს პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო:

“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ” თავისუფალი დემოკრატები” .
წარმატებას ვუსურვებ ” თავისუფალ დემოკრატებს”!
სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას “რუსული ოცნების” წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.“ – წერს ლევან სამუშია ფეისბუქზე.