მივმართავ ელენე ხოშტარიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

“მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად, რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი”, – წერია მიხეილ სააკაშვილი წერილში.

მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიმშილობას თავადაც შეწყვეტს, თუ ხელისუფლება შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანს.