მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ მეტი ადამიანი იყოს დაინფიცირებული – კალაძე ენმ-ზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მიზანმიმართულად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდეს.

მისი თქმით, ამის მტკიცებულება პოლიტიკური აქციებია, რომელსაც ენმ ატარებს.

“ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი უპასუხისმგებლო ქმედებები. ვნახეთ ბათუმის აქცია, ვნახეთ სხვა ბევრი შემთხვევები”, — განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ მოქალაქეს, იქნება ოცნების, თუ სხვა რომელიმე პარტიის მხარდამჭერი.